ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვალში 1 586-მა ბენეფიციარმა 492 051 ლარის დახმარება მიიღო.
მათ შორის:
- 295 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 259 124 ლარი გამოიყო;
- 162 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 31 400 ლარით დაფინანსდა;
- ონკოლოგიური დაავადებების მქონე 33 პაციენტი 31 863 ლარით დაფინანსდა;
- 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 550 ლარით დაფინანსდა;
- 363 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 260 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.
