რეგიონული მედიასახლი “პოსტსკრიპტუმი” (ინტერნეტგამოცემები: www.psnews.ge; www.borjominews.ge; www.lentexinews.ge; www.tbilisipress.ge ) სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს პროფესიონალ და უკომპრომისო კოლეგას, მზია ამაღლობელს!
ის ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის: „ბათუმელებისა“ და“ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია, რომლებიც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობენ დღემდე. სამწუხაროდ, სწორედ ესაა მათი დასჯის მიზეზი…
გვჯერა, რომ მზია ამაღლობელი მალე ჩვენთან იქნება და მასთან ერთად ყველანი, სრულიად საქართველო გავიმარჯვებთ!
გამარჯვება კი ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვებას!
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!