“ოცნების” პარლამენტის 300 წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო…
პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.
ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად არ სცნობს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც მე-18 დღეა, საპროტეატო აქციებს აწყობს.ისინი თვლიან, რომ საქართველოს ახლა ჰყავს ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ეს სალომე ზურაბიშვილია.