ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრამა USAID – ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ორ დღიანი ტრენინგ-ბანაკი დაბა ახალდაბაში, ახალგაზრდულ მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში გამართა.
ტრენინგ-ბანაკში 20 მოსწავლე მონაწილეობდა. ისინი დაეუფლნენ ლიდერობისა და გუნდური მუშაობის საჭირო უნარ-თვისებებს, გაეცნენ ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების გამომუშავების ტექნიკებს. ასევე, შეიმუშავეს ინტეგრირებული პროექტები სოციალურ თემებზე, რომელსაც ახალი სასწავლო წლის დასაწყისში განახორციელებენ.
ტრენინგების პარალელურად, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით აქტივობებში, რაც მიზნად ისახავდა მათ დამეგობრებას და ბორჯომის სხვადასხვა სკოლას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდას.
პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.