ხვალ, 8 ივნისს 20:00 საათზე, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, თიბისი ყველა მსურველს იწვევს რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენებაზე.
პროექტის ფარგლებში, პირველი ჩვენება უკვე მოეწყო ახალქალაქში. გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!
თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.