ბორჯომში პროექტის ,,აქტიური ახალგაზრდული ცენტრი – ძლიერი საზოგადოება” ფარგლებში ,,ახალგაზრდული ფორუმი 2024” გაიმართა.
ფორუმი ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა რობოტმა – ,,პიკომ” გახსნა. ეს სიმბოლური იყო, რადგან პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხელსაწყოებზე.
ფორუმი პანელური დისკუსიით გაიხსნა, ადგილობრივი ორგანიზაციების – ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” და ,,ახალდაბის მედია კაფის” წარმომადგენლებთან, ეკა ნოზაძესა და ნატო გუბელაძესთან ერთად. მათ ახალგაზრდულ საკითხებზე, შესაძლებლობებზე, არსებულ გამოწვევებზე და თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს შესაბამისი რჩევები გაუზიარეს.
ფორუმის მეორე ნაწილში აქტიურმა მონაწილეებმა სხვადასხვა თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრის ბოლოს აქტიური ახალგაზრდების დაჯილდოება გაიმართა, სულ პროექტში 50-მდე მოზარდი იყო ჩართული.
ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ფორუმის წარმატებით ჩატარებაში.
მანვე გვითხრა, რომ ფორუმის მიზანი იმ პროექტის შეჯამება იყო,რომელსაც ცენტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტი მიზნად ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების გაძლიერებას ისახავდა.
ბაია ირემაძე