borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან — საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

    ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან — საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

    ცესკო-მ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    ცესკო-მ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

    კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ენერეგოეფექტურობა — კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციისთვის

ენერეგოეფექტურობა — კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციისთვის
Share on FacebookShare on Twitter

ენერეგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლოგიური პრობლემებით. საქართველოს არ აქვს ნავთობისა და გაზის რესურსი. ენერგიის დაახლოებით 75% იმპორტირებულია. ამიტომ ენრეგოეფექტურობა ერთ-ერთი გზაა იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რაც გააუმჯობესებს ენერგიის უსაფრთხოების დონეს და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას.

ათეული წელზე მეტია საქართველოში აქტიურად დაიწყო საუბარი ენერგოეფექტურობაზე, რასაც 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებში ამ მიმართულებით გაცემულმა რეკომენდაციებმა და დირექტივებმა, თემა კიდევ უფრო სენსიტიური გახადა. ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას, რადგან მას კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება შენობებში (რომლებიც საქართველოში მთლიანი ენერგიის 30%-ზე მეტს მოიხმარენ), ხელს შეუწყობს ოჯახების ენერგო გადასახადების შემცირებას და უზრუნველყოფს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტებს ჯანმრთელობაზე, გარემოზე, განათლებისა და სამუშაო პირობებზე დადებითი ზემოქმედებით.

ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს: ქვეყანას ეხმარება საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაემატება შემდგომი რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, ნერგავს კომპანიებისთვის ენერგეტიკული აუდიტის და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების საჭიროებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, ენერგიის მოხმარების შესადარებლად. ინფორმაცია საშუალებას მისცემს ოჯახებს, გადაწყვიტონ, როგორ დაზოგონ კომუნალურ გადასახადებზე თანხები და გახადონ თავიანთი სახლები მეტად ენერგოეფექტური. პრაქტიკები აჩვენებს, რომ ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საყოფაცხოვრებო და ეკონომიკის დონეზე, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა არის ერთ-ერთი გზა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

გარდა საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისა, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო საქართველოში მდგრადი წარმოების ენერგიის გასაზრდელად და ბიზნესებისა და მოქალაქეების ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშესაწყობად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული „კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ ძალაში მიმიდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდა. შესაბამისად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა და საჯარო მოხელეების ჩართულობის გაზრდა თემის პოპულარიზაციაში. მით უფრო, როცა რეგიონის დონეზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაანონსდა.

„ენერგოეფექტურობის ფონდის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ზარქუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ: „დღის წესრიგში დგას  სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირება, რომელიც მიიღწევა ყველა სექტორში ენერგოეფექტურობის ამაღლებით. ამიტომ, კლიმატის ცვლილება აიძულებს ადამიანს ენერგოეფექტურობის გზით შეარბილოს კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელი არასასურველი პროცესები.“
— ბატონო ვახტანგ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი ენერგეფექტურობის შესახებ. რას ითვალისწინებს და ვისზე ვრცელდება აღნიშნული კანონი?

  • კანონი ითვალისწინებს ვალდებულებებს და შესაბამის რეგულაციებს შემდეგი მიზნების მიღწევისთვის: ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა; ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად; ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბებას; ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცედურის ჩამოყალიბებას; ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ჩამოყალიბებას ენერგიის დაზოგვის უზრუნველსაყოფად და ბოლოს, ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, მისი კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელებას. კანონის მოქმედების სფეროებია: ჰორიზონტალურ (სექტორთაშორის) პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს საჯარო და კერძო სექტორებზე და დაკავშირებულია ენერგომომსახურებასთან და მის მონიტორინგთან, გაზომვასა და დადასტურებასთან; ასევე მოიცავს კონკრეტულ სექტორებს: კერძო შენობების, მათ შორის, კომერციული დანიშნულების შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებს. ეს კანონი ასევე განსაზღვრავს საჯარო და კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, ენერგომომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა სექტორების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის ზომებს ენერგიის ეფექტური მოხმარების, ენერგოდაზოგვის ხელშეწყობისა და ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში.
    — ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ენერგოეფექტური ქმედებების დანერგვა მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო პირობებში. რას ითვალისწინებს მგავსი ქმედებები?
  • ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ენერგოეფექტური ქმედებების დანერგვა საყოფაცხოვრებო პირობებში უპირველესად ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის, ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების შექმნას, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან. ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოში უკვე მიღებულია შემდეგი კანონები: საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (21.05.2020); საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ “(21.05.2020); საქ. მთვარობის დადგ. №354 „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ (13.07.2021); საქართველოს კანონი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (20.12.2019); საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (20.12.2019); ყველა კანონი ძალაშია, თუმცა, გარკვეული ჩამორჩენა შეინიშნა აღსრულების მიმართულებით, რადგან ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტი და სამოქმედო გეგმა, მაგალითად,  კანონისთვის „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ მისაღებია რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი და დასასრულებელია საჭირო კადრების (ექსპერტების) მომზადება და შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობა. დიდი უკმარისობა არის საინფორმაციო-საგანმანათლებლო მიმართულებითაც. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტურობის სფეროში ძირითადად გაგვაჩნია ძალაში შესული კანონები,  ვერ ვიტყვით, რომ ამ სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების სივრცესთან სრული ჰარმონიზაცია, განსაკუთრებით, აღსრულების ნაწილში, დასრულებულია. იმედია, 2024 წელს შესრულდება შეუსრულებელი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი და ძირითადად დასრულდება ჰარმონიზაციის პროცესი.
  • ამ საქკანონმდებლო ცვლილებებმა რა შედეგი უნდა მოგვცეს?
  • ზემოხსენებულმა კანონებმა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და სამოქმედო გეგმებით საყოფაცხოვრებო პირობებში უნდა შექმნას ენერგოეფექტური ქმედებების დანერგვის პირობები, კერძოდ, ყველა ტიპის ახალი შენობა უნდა აშენდეს ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალიწინებით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ, გაასხვისონ, გააქირაონ ან იქირაონ, არენდით გასცენ ან მიიღონ შენობები ან მათი ნაწილები უკვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მხედველობაში მიღებით, კანონით შემოღებული ენერგოეტიკეტირების შედეგად შეარჩიონ ბაზარზე ენერგოეფექტური ენერგომომხმარებელი პროდუქცია. აღნიშნული გამოიწვევს იმას, რომ საგრძნობლად გაიზრდება მოთხოვნა ენერგოეფექტურ შენობებსა და ენერგოეფექტურ ენერგომომხმარებელ პროდუქციაზე და ბაზარიც  მოახდენს შესაბამის რეაგირებას, მომხმარებელი კი იქნება ინფორმირებული და დაცული. საბოლოო ჯამში,  აღნიშნული კანონების მოქმედებაში მოყვანამ უნდა გამოიწვის ენერგოდანახარჯებისა და სათბურის აირების შემცირება საყოფაცხოვრებო სფეროში. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო აქტივობების და წამახალისებელი ღონისძიებების  დაგეგმვა-განხორციელება, რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
  • რა ვალდებულებები გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობას ენერგოეფექტური ქმედებების დანერგვა/პოპულარიზაციაში?
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კლიმატის შერბილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებას და სამოქმედო გეგმების განხორციელებას. ენერგოეფექტურობის მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დამატებითი საშუალებებია დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამები, სამოქმედო გეგმები და პროექტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რამდენიმე ათეული მუნიციპალიტეტი მონაწილეობს „მერების შეთანხმებაში“, რომელიც ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებას მუნიციპალიტეტებში ნაწილობრივი საერთაშორისო ფინანსური დახმარების გათვალისწინებით.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დატანილი ენერგეტიკული იარლიყი და როგორ შეიძლება მისი წაკითხვა. შესაბამისად მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციისთვის ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება, რასაც არსებული კანონების აღსრულებაც თან ერთვის.

Share202Tweet126Share51

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020