მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ქალაქს ილუმინაციები საჩუქრად გადმოეცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი ნაძვის ხისთვის ახალი დეკორაციები და განათება შეიძინა.
მოსული სტუმრების განწყობაზე “Goofy Land”-მა იზრუნა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ჯუმბერ კურტანიძე და ნიკოლოზ კიკნაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.