ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი, რუსთაველის მოედანი და მუნიციპალიტეტის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.