«სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI» ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ახორციელებს პროექტს «არაფორმარული განათლების ახალგაზრდული მულტიმედიური სასწავლო ცენტრი», რომლის ფარგლებშიც გიწვევთ ტურისტული გიდის მოსამზადებელ სასრტიფიკატო ორთვიან კურსზე: „ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება“.
კურსზე მიიღებიან ახალგაზრდები 15-დან 25 წლამდე. კურსი ითვალისწინებს გიდის უნარ-ჩვევების, კულტურული, აგრო, ეკო, სათავგადასავლო და ენოგასტრონომიული ტურების დაგეგმვისა და ორგანიზების შესწავლას;
კურსი სტუდენტს აცნობს ექსკურსიათმცოდნეობის თეორიის ძირითად საკითხებს, ექსკურსიის ცნებასა და ფუნქციებს, გიდის დანიშნულებას, საქმიანობას, გიდის უფლება-მოვალეობებს, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების გიდისთვის დამახასიათებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
კურსის ხანგრძლივობა არის ორი თვე. თეორიული მეცადინეობა — 14 ლექცია, დამატებით გასვლითი პრაქტიკული ლექცია — 3 დღე , ბორჯომში, ახალციხე-ვარძიასა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკში. კურსში ასევე გათვალისწინებულია ლექცია — ქვიზი — 3დღე და შემდგომ შემაჯამებელი პრეზენტაცია.
კურსს წარმართავს ტრენერი თინათინ მოსიაშვილი.
გიდის სასერტიფიკატო კურსის თეორიული ნაწილი გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში შემდეგ დღეებში: 4-5-6 ივლისი, 10-11 ივლისი, 24-28 ივლისი. ასევე — პრაქტიკული ნაწილი იქნება დამატებით აგვისტოსა და სექტემბერში. სერტიფიკატები გაიცემა სექტემბერში.
მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599107794 ან მოგვწერეთ მაილზე csmdigeorgia@gmail.com