ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით და პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია „წიგნიერების აქციებს“ ვმართავთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებში.
აქციის ფარგლებში ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მაღალი დონის კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს სკოლის ბიბლიოთეკებს.
ამჯერადაც, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის სკოლების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მცხოვრები მოსწავლეები გავახარეთ მაჟორიტარის გამოგზავნილი საჩუქრით.
მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგმა სკოლებმა:
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯული მაისურაძე;
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა მაისურაძე;
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანის საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა გვიმრაძე-გელაშვილი;
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა, დირექტორი ზოია თიგიშვილი
ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ბორჯომის ბიუროს ხელმძღვანელ, მარიამ სიმონიშვილთან ერთად სტუმრობდა ოთხივე სკოლის ბიბლიოთეკას და მათი წიგნადი ფონდი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის წიგნებით გავამდიდრეთ.
სკოლების ხელმძღვანელებიც და მოსწავლეებიც ანიშნავდნენ, რომ იცოდნენ პარლამენტარის მხარდაჭერილი ამ აქციის შესახებ და ერთი სული ჰქონდათ, მათი სკოლებიც როდის მიიღებდნენ დეპუტატის საჩუქარს. შესაბამისად, მადლიერებაც განსაკუთრებული ემოციებით თუ სიყვარულით გამოხატეს.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი