borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა  ნებისმიერ ბანკში

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

    ტენე-„მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

    ტენე-„მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

    „მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში»-თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

    „მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში»-თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home გაზეთი

ოთარ არბოლიშვილი: „სათემო პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია!“

ოთარ არბოლიშვილი: „სათემო პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია!“
Share on FacebookShare on Twitter

დაბა ახალდაბის მედიაკაფე ,,ლუტრეზის»-თან არსებული „გენდერმედიაცენტრის“ და „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“-ს ახალგაზრდული საბჭოს წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს,                                                     ბატონ ოთარ არბოლიშვილს კაბინეტში ვესტუმრეთ და იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და მათ შორის — ახალდაბისთვის, ძალიან აქტუალურია. მერთან  ძალიან გულწრფელი, საინტერესო და უშუალო საუბარი შედგა, რომელსაც მოკლე დიალოგის სახით გთავაზობთ.  

— ბატონო ოთარ, ჩვენი საუბარი გასული წლის მოკლე შეფასებით დავიწყოთ: რა იყო ის მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები, რომელთა გადაჭრაც დაგეგმილი იყო და რამდენად შეძელით მათი მოგვარება?

-გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო გამოწვევებით და სამუშაოებით. ვფიქრობ, რომ გამოწვევები სულ იქნება, რადგან როდესაც საქმის კეთების პროცესი იწყება, უფრო მეტი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, როგორც საორგანიზაციო, ისე — ინფრასტრუქტურულ საკითხებში, თუმცა ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ჩვენ მუდამ მზად ვართ, მუდამ ვძლიერდიებით და ვემზადებით. გასულ წელს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, ბევრი გამოწვევა ყოველდღიურად მოდის, მაგრამ ხდება თანხის გადანაწილება და ისეთი საკითხების არჩევა, რომელიც ყველაზე აუცილებელია მოსაგვარებლად. როგორც ყოველთვის, ისევ გამოწვევად რჩება წყლის პრობლემები, სოფლად მდებარე ჩიხების, გზების კეთილმოწყობა, დიდია აგრეთვე საყრდენი კედლების პრობლემები, რომელიც საკმაოდ მაღალბიუჯეტური პროექტია და მთლიანად ჯერ ვერ დავასრულეთ, თუმცა რაღაც ნაწილი მაინც გაკეთდა.

— დაახლოებით რა თანხა დაიხარჯა ამ ყველაფერში?

— ინფრასტრუქტურულ ნაწილში დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, დაახლოებით 3 მილიონი ლარი სოციალური პროექტების განხორციელებას მოხმარდა.

— რადგან ჩვენ ახალდაბელები ვართ, მეტად დავინტერესდებით ახალდაბასთან დაკავშირებული საკითხებით. რას გვეტყვით?

— მუნიციპალიტეტში 33 სოფელი და 3 დაბა გვაქვს, გასულ წელს ახალდაბა ცოტა დაგვეჩაგრა, რადგან იმ სოფლებზე უფრო მეტი ხარჯი გავწიეთ, ვინც წინა წლებში იყო დაჩაგრული. სამწუხაროდ, ყველა სოფელს ერთდროულად სრულყოფილად ვერ ვეხმარებით. წელს კი ახალდაბაში განვახორციელებთ საბავშო ბაღის რეაბილიტაციას, ერთ-ერთ უბანს, რომელსაც ძალიან მოუწესრიგებელი კანალიზაცია აქვს, ამ პრობლემას მოვუგვარებთ.  გარდა ამისა, წელს აუცილებლად დავიწყებთ ახალდაბის სადგურთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციას, ჩიხებისა და განათებების ნაწილზეც აღმოიფხვრება პრობლემა… თითოეულ თემში იმდენი გამოწვევა და პრობლემებია, რომ რთულია ყველაფრის ერთად მოგვარება. ამიტომ გვინდა, რომ ყველას ცოტ-ცოტა  შეხვდეს ბიუჯეტური თანხა.

ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა სოფლებში წყლის პრობლემები, თუმცა, ამ საკითხში ახალგაზრდების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ სოფლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ბევრი თქვენი მეზობელი უდიერად ეპყრობა წყალს, არ უფრთხილდება მას და მუდმივად მოშვებული აქვს, რის გამოც ზოგიერთ უბანში საერთოდ არ აღწევს წყლის ნაკადი.

აი, მაგალითად მოგიყვანთ: ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სასმელი წყლის სათავე ნაგებობას სოფელ ტაძრისში, უშუალო კონტროლზე გვყავდა აყვანილი და 1 საათში შემოვიდა დაახლოებით100 ტონა წყალი. 24 საათში გვაქვს 2400 ტონა წყალი, გვყავს 300 მოსახლე, დღეში 24 საათის განმავლობაში 1 კომლზე მოდის 8 ტონა წყალი, თუმცა ნახევარი სოფელი მაინც უწყლოდაა. ასეა ბევრ სოფელში და მათ შორის ახალდაბაშიც. კარგი იქნება ამ საკითხში ახალგაზრდების ჩართულობა, რომ ვამხილოთ ის ხალხი, ვინც ასე ექცევა იმ უნიკალურ სიმდიდრეს, სასმელ წყალს და საერთოდ არ ანაღვლებს, სხვა თანასოფლელებს ექნებათ თუ არა წყალი..

— ბატონო ოთარ, გენდერული ბიუჯეტი თუ არსებობს ცალკე და დაახლოებით რა თანხაა წელს გამოყოფილი? –

— გენდერულ საკითხებზე , პასუხისმგებელია საკრებულოს გენდერული საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც თვითონ საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით ზაალიშვილია. გენდერულ საკითხებისთვის დაახლოებით 20 000 ლარამდეა ბიუჯეტში განსაზღვრული.

— იცით, როდესაც ჩიხების მოწესრიგებასა და ქუჩის განათებებზე ვსაუბრობთ, ეს საკითხიც გენდერულად მგრძნობიარე თემაა, თუნდაც იმიტომ,რომ ქალებისთვის და გოგონებისთვის განსაკუთრებით საშიშია ბნელ ჩიხებში მარტო სიარული, ვიდრე — მამაკაცებისთვის, ამიტომ გთხოვთ,  რომ ეს გაითვალისწინოთ და იზრუნოთ ამ საკითხზე — ვეუბნებით ბატონ ოთარს და ისიც ღიმილით გვპასუხობს: 

— კი, აუცილებლად…3 კილომეტრი გზაა დარჩენილი ახალდაბაში და ვიზრუნებთ ამაზე…

— ახალგაზრდებისთვის ან ახალგაზრდული პროექტებისთვის თუ არის თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული?

— დიახ, რა თქმა უნდა, ძირითად ბიუჯეტში გამოყოფილია სხვადასხვა მიმართულებები და ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის. გვაქვს სხვადასხვა პროექტი ახალგაზრდების სტიმულირებისა თუ წახალისებისთვის, თუმცა, ამავე დროს დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერი ახალგაზრდის თუ ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტს და განვიხილავთ, გამოვძებნით ფორმებს კარგი ახალგაზრდული იდეის დასაფინანსებლად. მთავარია, ახალგაზრდებმა იაქტიურონ და ჩვენამდე მოიტანონ თავიანთი სურვილები.

— მადლობა, ბატონო ოთარ, საინტერესო საუბრისათვის! თქვენ ჩვენი მედიაკაფეს სტუმარიც ბრძანდებოდით გასულ წელს და ძალიან დიდი სტიმული მოგვეცით, რომ ახალგაზრდულ პროექტებზე ვიმუშაოთ და ვეცდებით, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც მოვიპოვოთ.

მარიამ ლომიძე, ქეთი ოყროშიძე

«სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“-ს ახალგაზრდული საბჭოსა და  ახალდაბის „გენდერმედიაცენტრის“ წევრები           

                                                

Share198Tweet124Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020