ბორჯომიnews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სექტემბერში 1434 ბენეფიციარს 431144 ლარის დახმარება გაუწია

    ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სექტემბერში 1434 ბენეფიციარს 431144 ლარის დახმარება გაუწია

    არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

    არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

    ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

    ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

    ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

    ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

    საინფორმაციო ბრიფინგი

    საინფორმაციო ბრიფინგი

    საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

    საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

    საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

    საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ახალდაბის მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში ახალგაზრდებს შეხვდა

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      6-7 სექტემბერს ბორჯომი გასტრონომიულ ფესტივალს «გემო ფესტი»-ს მასპინძლობს

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      «ღამის სერენადები» ბორჯომში

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ეკა ორჯონიკიძე: „რაც მთავარია, პრობლემების აღმოსაფხვრელად ვმოქმედებთ თანმიმდევრულად, ორგანიზებულად და შეთანხმებულად!»

ეკა ორჯონიკიძე: „რაც მთავარია,  პრობლემების  აღმოსაფხვრელად  ვმოქმედებთ თანმიმდევრულად, ორგანიზებულად და შეთანხმებულად!»
Share on FacebookShare on Twitter

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ეკა ორჯონიკიძე „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს ხელმძღვანელად მუშაობს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ თვალნათელია ის საქმეები და წარმატებები, რაც სააგენტომ ბაკურიანის განვითარების მიზნით გააკეთა. ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი და გასაკეთებელიც ბევრია, თუმცა სტარტი აღებულია და წარმატებების მოლოდინიც მეტია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2023-2025 წლები მართლაც გარდამტეხი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბების მხრივ. უკვე ცნობილია, რომ 2023 წლის 16 თებერვლიდან-5 მარტამდე ბაკურიანი მასპინძლობს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო 2025 წელს — ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

ამ ფონზე გაზეთი „ბორჯომიnews”-ი ქალბატონ ეკა ორჯონიკიძეს გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე ესაუბრა. გთავაზოთ ჩვენს დიალოგს.

  • ქალბატონო ეკა, თქვენ ერთი წელია, რაც დაინიშნეთ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელად. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, რისი გაკეთება შეძელით ამ ერთი წლის მანძილზე?
  • იანვარში შესრულდა ერთი წელი, რაც სააგენტოს ვხელმძღვანელობ და ვთვლი, რომ ამ მოკლე დროში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ბაკურიანისთვის. პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ სააგენტო დავაკომპლექტეთ პროფესიონალი კადრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ნებისმიერი მიმართულებით საქმის ხარისხიანად და წარმატებით შესასრულებლად.  პირველი იანვრიდან სააგენტოში ფუნქციონირებს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური, რამაც ხელი შეუწყო უკონტროლო და ქაოსური მშენებლობების აღკვეთას. ამავე დროს, სააგენტოს ინიციატივით  დაინიშნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოეწყო საპარკინგე ადგილები,  ყოველდღიურად სუფთავდება ქუჩები, ჩიხები,  ხდება ნარჩენების ხშირი გატანა. ასევე, მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე ხორციელდება სააგენტოს სარგებლობაში არსებული ტექნიკით მომსახურების გაწევა. გასულ წელს სააგენტომ ასევე შეიმუშავა წესი, აკრძალულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა  ან/ და  წვრილფეხა პირუტყვის ყოლა/ყოფნის შესახებ.
  • და მაინც, რა უმთავრესი პრობლემები დგას დღესდღეობით ბაკურიანის წინაშე და როგორ აპირებთ მის დაძლევას?
  • ყველამ, ვისაც ბაკურიანთან რაიმე კუთხით შეხება აქვს, იცის,  რომ  უამრავი პრობლემის წინაშე დგას, რომელთაგან ზოგი გაცილებით მარტივად, ზოგი კი რთული გადასაჭრელია.ეს პრობლემები ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა და ყველა მიმართულებას შეეხება, იქნება ეს ქაოსური მშენებლობები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა  თუ სხვა. სწორედ ამან  განაპირობა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს შექმნაც. დღესდღეობით მთავარ გამოწვევად  კვლავ საცობები და საფეხმავლო ბილიკები  რჩება, ასევე მწვავედ დგას წყლისა და წყალარინების საკითხი. იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ გამოწვევების დაძლევა,  სისტემატურად ვმართავთ უწყებათშორის საკოორდინაციო შეხვედრებს, სადაც განიხილება არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. რაც მთავარია,  პრობლემების  აღმოსაფხვრელად  ვმოქმედებთ თანმიმდევრულად, ორგანიზებულად და შეთანხმებულად!
  • დამეთანხმებით, ალბათ, რომ ბაკურიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ ის იქცეს საერთაშორისო დონის კურორტად, სადაც სხვადასხვა ჩემპიონატები გაიმართება და წელს უკვე ამ კუთხით დიდი გამოცდის წინაშეც დგას, რადგან 16 თებერვლიდან მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უწევს. გთხოვთ, გვიამბოთ კონკრეტულად რა გაკეთდა ინფრასტრუქტურის თუ სხვა მხრივ იმისათვის, რომ ღირსეულად დავაკმაყოფილოთ ამ კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები. 
  • დიახ, როგორც აღნიშნეთ, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანი მასპინძლობს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის  მსოფლიო ჩემპიონატს. ეს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი  და წინგადადგმული ნაბიჯია ბაკურიანისთვის, როგორც საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბებისთვის და  აუცილებელია, რომ ყოველმხრივ მომზადებულები შევხვდეთ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ მას. 

ამისათვის სააგენტო აქტიურად მუშაობს: ხდება ჩიხებისა და გზების ყოველდღიური დასუფთავება, ნარჩენების გატანა, ზედმიწევნით სრულდება ყველა ის სამუშაო, რაც სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების’’ პროექტის ფარგლებში განხორციელდა  ბაკურიანის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს საერთო ღობეების მოწყობას და ახალი  ჯიხურების განთავსებას.

მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, დიდველისა და მიტარბის არეალში, გათოვლიანების სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა, ასევე აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი-კოხტა მიტარბის არეალში კი მიმდინარეობს 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი.

  • ქალბატონო ეკა, მიმდინარე წელს რა არის სააგენტოს მთავარი პრიორიტეტები, რისი გაკეთება გაქვთ დაგეგმილი?
  • მიმდინარე წელს სააგენტო გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობას, ასევე  — დამატებითი საპარკინგე სივრცეების გამოყოფას. დაგეგმილია  პრემიერმინისტრის ინიცირებული პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ პროექტის გაგრძელება, რომელიც დასრულდება 2023 წლის ბოლოს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის, ასევე ,,კუკუშკის» რეაბილიტაციის პროექტზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები  კომპანიებთან, საჰაერო კომუნიკაციების  მიწისქვეშ ჩატანასთან დაკავშირებით, რაც  ბაკურიანის იერსახეს მოაწესრიგებს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სერიოზულ თანამდებობას ქალი უძღვებით, რამდენად ახერხებთ, რომ ადგილზე ხელი შეუწყოთ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას?
  • ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საპასუხისმგებლოა ამ თანამდებობაზე ყოფნა.  ვთვლი, რომ არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი და პოზიტიური შედეგების გარანტიც კია ბევრ წამყვან პოზიციაზე  ქალების დასაქმება. ჩვენი სააგენტო აქტიურად უწყობს ხელს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას . აღსანიშნავია, რომ სააგენტოში შტატით დასაქმებულთა უმეტესობა ქალია, მათგან ორი კი  გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე.  სააგენტოში ვაკანსიის გამოცხადებისას აუცილებლად  ვუთითებთ, რომ ბაკურიანის განვითარების სააგენტო წაახალისებს ქალ კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
  • წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ეკა!

ნატო გუბელაძე

Share200Tweet125Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020