საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მეთოდისტების და აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებას ახორციელებს.
,, საქართველოს მასშტაბით, შერჩეული იქნა 5 საპილოტე მუნიციპალიტეტი, მათ შორის ბორჯომი, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მეთოდისტებს, აღმზრდელ-პედაგოგებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტს ჩაუტარდათ ჰიბრიდული ტრენინგები ,,კურიკულუმი” თამაშის ეფექტურად დანერგვის ღონისძიებები.
ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ჯიჯავაძე,”- განაცხადა ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელმა ნინო ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ბორჯომის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვით მიმდინარეობს პერსონალის ეტაპობრივი გადამზადება.