ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეროვნული სამოსით მსვლელობა გამართეს.
ფეხით მსვლელობის დასრულების შემდეგ, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.