„სოციალურად დაუცველი ბავშვების მიზნობრივი დახმარება, ივნისიდან 150 ლარამდე, 2023 წლის იანვრიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომდევნო წლიდან, ჯამურად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა.
აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება 50-დან 100 ლარამდე გაეზარდათ.
აღნიშნული დახმარება, ეტაპობრივად იზრდება და 220 ათასამდე ბავშვს შეეხება.