ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში 203 870 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 1011 ბენეფიციარს გაუწია.
44 871 ლარი, 76 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 53 ბენეფიციარი 5 100 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 28 პაციენტი 23 874 5 ლარით დაფინანსდა.
100 მრავალშვილიანი ოჯახი 18 950 ლარით დაფინანსდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 651 ოჯახს, რომლის სარეგისტრაციო ქულა არ აღემატება 70 000-ს საშეშე მერქანის შესაძენად 150 ლარი გადასცა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.