დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ერთად ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 2021 წლის 29 ოქტომბერს შპს ბაკურიანის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს ესტუმრა .
ამირან გამყრელიძე იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო, რამდენიმე მოქალაქე თავადვე აცრა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
იმუნიზაციის მარათონი ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესებას კოვიდვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის და საჭიროების თაობაზე, ასაცრელი კონტიგენტის მობილიზებას და ადგილზე ორგანიზებული ვაქცინაციის პროცესის წარმართვას. იმუნიზაციის მარათონში მონაწილეობენ დკსჯე ცენტრის, ბორჯომის სჯდ ცენტრის, ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის, შპს ბაკურიანის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, საექიმო ამბულატორიის თანამშრომლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.