ბორჯომში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, 130 ბინის აშენება იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლოს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მშენებლებს პროექტის განხორციელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, მათი წინადადებები მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდნენ.