დღეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 47 თანამშრომელია დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩექერი“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების წარმომადგენლები.
კერძოდ, დაშავებულები არიან:
- „ინტერპრესნიუსის“ 1 თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი;
- “პალიტრანიუსის” 1 ოპერატორი რომა ტარუღიშვილი;
- “რუსთავი 2”-ის 8 თანამშრომელი – ოპერატორები: შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკოლოზ ურუშაძე და ჟურნალისტები: მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა.
- “ტვ პირველის” 3 თანამშრომელი – ოპერატორები: ალექსანდრე ლაშქარავა, ლევან ბრეგვაძე, ასევე ჟურნალისტი გუგა მაისურაძე;
- “ფორმულას” 9 თანამშრომელი – ჟურნალისტები: რატი წვერავა, გუგა დვალიშვილი, ლუკა ხაჩიძე, გიორგი გაბუნია, ნინო ვარძელაშვილი, ასევე ოპერატორები: ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ლექსო ხომასურიძე და ფოტოგრაფი ვახო ქარელი;
- “მთავარი არხის” 11 თანამშრომელი – ჟურნალისტები: დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი, თორნიკე ბარნაბიშვილი, ნათია ქოქოსიძე, თაკო ლეკვეიშვილი, ასევე ოპერატორები: ვაჟიკო ჩხაიძე და ლევან აბლოთია;
- “იმედის” 2 თანამშრომელი – ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი და ოპერატორი შოთა კირვალიშვილი;
- პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი;
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი;
- “რადიო თავისუფლების” 3 თანამშრომელი: ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და თამუნა ჩქარეული, ასევე ოპერატორი დათო ქორიძე;
- on.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე;
- “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია;
- “ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა;
- “გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა;
- “ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე;
- CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.