ევროპული საქართველოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.
ევროპული საქართველო სხვადასხვა კამპანიისა და აქციის სახით მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს და შეუმსუბუქებს მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს.