გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტის 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება ხდება.
ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლებმა „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირთითა და 50 000-მდე ლარვით (სტადია ლიფსიტობამდე) მდინარე სკინტავა, კვერეთულა და ჩიხურა დაათევზიანეს. ე.წ.„თვალების სტადიაზე” ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე სათავეებში ეწყობა.
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.