COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ დასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ. ცხელი ხაზი 15 22 24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.