სასწავლო/ტრენინგ კურსში – „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ მონაწილეობის მისაღებად
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ მონაწილეობის მისაღებად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქალებს:
- რომელთა ასაკი არის 18 წლის ზემოთ
- ვისაც სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და გააჩნია ბიზნეს იდეა
- სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
- ტრენინგ კურსის თემებია:
- ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა;
- ბიზნეს იდეის შემუშავება და ვალიდაცია;
- ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები;
- ბიზნესის სახელის შერჩევა;
- ბაზრის ანალიზი;
- ბიზნეს-მოდელის შემუშავება;
- მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა;
- სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები;
- საინვესტიციო წინადადების მომზადება;
- ბიზნეს/სტრატეგიული კომუნიკაციები
ტრენინგ -კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას.
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი
პერიოდი: 16 ოქტომბერი – 10 ნოემბერი
ტრენინგის სამუშაო ენა – ქართული
კურსში მონაწილეობას მიიღებს 16 მსმენელი
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
კურსში მონაწილეობა არის უფასო
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი (კურსში მონაწილეობის მოტივაცია და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს იდეის მოკლე მონახაზი)
მეორე ეტაპი
- გასაუბრება
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 577 527799 (ლალი დევიძე)
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება – „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2020 წელი