სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში, ამ ეტაპზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. აქ უახლოეს მომავალში ინვენტარის განთავსება იგეგმება, რის შემდეგაც შენობა ფუნქციონირებას სრული დატვირთვით დაიწყებს და ბაკურიანში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ, ბუბა ბერიძემ მოინახულეს და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ