ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში, 1 370 ბენეფიციარს 376 707 ლარის დახმარება გაეწია.
მათ შორის:
210 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 170 676 ლარი გამოიყო;
124 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 23 931 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 პაციენტი 16 400 ლარით დაფინანსდა;
115 მრავალშვილიანი ოჯახი 27 900 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.







































