სხდომაზე საბჭოს წევრებმა 2025 წელს რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. იმსჯელეს რეგიონული განვითარების საკითხებზე, მათ შორის, 2025 წლის დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის შესახებ.
საუბარი შეეხო ასევე 2026 წლისთვის დაგეგმილ პროექტებს და მათი დაფინანსების პროცედურებს, მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების მიმდინარეობას, ნარჩენების მართვასა და ნაგავსაყრელების მოწესრიგების გეგმებს. საბჭოს სხდომაზე ყურადღება დაეთმო ასევე სარაგბო კლუბ „ტაოს“ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, ტურისტული მიმართულების განვითარებასა და DMO-ს (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის) საქმიანობას.
აღინიშნა, რომ შერჩეული პროექტები სრულად პასუხობს მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილ საჭიროებებს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.










































