ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან ერთად, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი მარიამ მაღლაკელიძე უძღვებოდა, რომელმაც აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება.
აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-გენადი მუმლაძე, რევაზ ლაშხი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ღონისძიება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.









































