წაღვერის კულტურის სახლში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი „ქართულ ლიგაში “, რომელშიც რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის 6 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილი ახალქალაქის გუნდმა «ძველმა თბილისმა» დაიკავა.
მეორე ადგილი — ნინოწმინდის გუნდმა «მიმინომ»
მესამე ადგილი კი — ბორჯომის გუნდმა «სამკურნალომ».
მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



