ტაბაწყურში ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ბორჯომის მერი სტუმრობდა.
ბორჯომის მერმა ახალგაზრდებთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებზე ისაუბრა.
ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, 100-მდე ახალგაზრდა ორი დღით სოფელ ტაბაწყურში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმყოფებოდნენ.
15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში.
ბანაკში მერთან ერთად საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ლევან თედიაშვილი, და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლანა გიორგიძე, იმყოფებოდნენ.




