კიბერლიგის ტურნირი ,,ბორჯომის თასი 2025″ დასრულდა. პირველი ადგილი გიორგი მიკირტიჩიანმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი თორნიკე რეხვიაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გალაქტიონ შალიბაშვილს ხვდა წილად.
ტურნირი სამ დღეს გაგრძელდა და მასში 32 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
გამარჯვებულებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულს — 900 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს — 600 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა მონაწილემ 300 ლარი მიიღო.
საპრიზო ადგილების მფლობელები ასევე მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.





