ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში, ჭადრაკში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, სპორტის სპეციალისტი თათა ლამბრიანიძე და სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე დაესწრნენ.
ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობდნენ.
რეგიონულ ტურნირში პირველი ადგილი ახალციხის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ნინოწმინდის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.


