ბორჯომის მუნიციპალიტეტი ქალაქში მოსასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
გურამიშვილის ქუჩაზე დასრულდა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ფანჩატური, სავარჯიშო ინფრასტრუქტურა და ბავშვთა გასართობი სივრცე.


