ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 229 995 ლარი გამოიყო.
