ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტისა და კულტურის წრეებისთვის განკუთვნილ დარბაზებს და საბიბლიოთეკო სივრცეს.
მოეწყო გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.



