საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო. მოსასვენებელ სივრცეში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები და საპარკო სკამები.
სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.


