ახალციხის თოჯინების პროფესიულმა თეატრმა ფოლკლორულ საღამოს უმასპინძლა.
კონცერტში ბორჯომისა და ახალციხის ფოლკლორული ანსამბლები : ,,ბორჯომი» და ,,მესხეთი» მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტების მერიების, ასევე ა(ა)იპ „ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ და ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.






