ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ირაკლი ბრაჭულის ლექციას, თემაზე „ვეფხისტყაოსანი 21-ე საუკუნეში“, დაესწრნენ.
ლექცია ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
ლექციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.



