1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზეიმო განწყობა იყო ბორჯომში.
მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით პატარებისათვის მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
პატარა სტუმრების წინაშე ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე სოლო შემსრულებლები წარსდგნენ.
პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოწყობილი იყო გასართობი ზონები, ვორქშოპები, სადღესასწაულო ატმოსფერო , ასევე პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლოშვილმა ბავშვებს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პატარებს წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა.





