ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციის სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრულ რეკონსტრუქცია /რეაბილიტაციას.
მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე — სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

