ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 წლამდე დედ-მამით ობოლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია.
აღნიშნული მატერიალური დახმარების ფარგლებში, ჯამში 5 100 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.