ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.
26 მაისი მოსახლეობას დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი), საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ მიულოცეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.







