23 მაისს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საკონსულტაციო ცენტრისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბიზნეს მხარდამჭერი პროექტებისა და სერვისების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ, გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, დაამყარონ ახალი პარტნიორობა და გამოიყენონ სახელმწიფო მხარდაჭერის შესაძლებლობები ბიზნესის გასავითარებლად.


