ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება გაიმართა.
აბიტურიენტებს სიტყვით მიმართეს და სკოლის დამთავრება მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხარაზიშვილმა და დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი).
ახალგაზრდების განწყობაზე მუსიკალურმა ბენდმა „1/4 და ლინდა ადამია“ იზრუნა.








