borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    სიახლეები თიბისის ბიზნესინტერნეტბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნესინტერნეტბანკში

    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა  ნებისმიერ ბანკში

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო პერიოდში ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც. 

გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.

დავიწყოთ სავალუტო შემოდინებებით. ამ მხრივ, პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქონლით საგარეო ვაჭრობაა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, ექსპორტის მნიშვნელოვანი მატებისა და იმპორტის ზრდის ტემპის შენელების — ერთჯერადი ფაქტორების გარეშე — ფონზე, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის მშპ-სთან შეფარდებამ ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ექსპორტის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ ავტომობილების რეექსპორტი იყო, თუმცა მცირედი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტშიც, დიდწილად ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ქვეჯგუფში. რაც შეეხება იმპორტს, წლიური ზრდის ტემპის შენელება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ცალკეული პროდუქტით არ არის განპირობებული, თუმცა აღსანიშნავია ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება, რაც, რაოდენობრივთან ერთად, ფასების შემცირების ეფექტსაც ასახავს. 

სავალუტო შემოდინებების მორიგი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი გზავნილებია, რომლებიც ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში უფრო სტაბილური წყაროებიდან გზავნილები (რუსეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გარეშე) წლიურად 11%-ით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების 83% შეადგინა. მათ შორის, ევროკავშირსა და აშშ-ზე 65% მოდიოდა. გარდა ამისა, მარტსა და აპრილში, პირველად 2023 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, ჯამურ გზავნილებში წლიურად დადებითი ზრდა დაფიქსირდა.

 მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?“, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი პოზიციაც უცვლელია. ამავდროულად, შენელება იკვეთება ტურიზმიდან შემოსავლებში, რომლებიც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაკადი სავალუტო შემოდინებებიდან. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯები აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში შედარებით გააქტიურებულია.

ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი შეფასება, რომელიც აერთიანებს საქონლით წმინდა საგარეო ვაჭრობას, წმინდა ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან წმინდა შემოსავლებს, 2025 წელს უმჯობესდება, რაც ლარის მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

მეორე ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მსოფლიო ბაზარზე დოლარის ამჟამინდელი სისუსტეა. წლის დასაწყისთან შედარებით, დოლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი ეფექტური ინდექსი 7.5%-ით არის გაუფასურებული. დოლარის გაუფასურება აშშ-ის ეკონომიკის შესახებ მნიშვნელოვნად გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რაზეც დეტალურად ჩვენს წინა პუბლიკაციაში ვისაუბრეთ. დამატებით, გამოვყოფთ, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკა ერთდროულად საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკით ხასიათდება, რაც, როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი სცენარია და, ამდენად, ამერიკისათვის საკმაოდ იშვიათ და საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს. მომატებული გაურკვევლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება,  მათ შორის ჩვენ მიერ შემუშავებული ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანია.

დავუბრუნდეთ ლარს და მესამე მთავარ ფაქტორს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს — შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება. ამ მიმართულებით, გამოვყოფთ, ერთი მხრივ, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის წინა თვეებთან შედარებით შენელებას და, მეორე მხრივ, გარკვეულ პირველად ნიშნებს წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციის კუთხით. შესაბამისად, ისევ რელევანტურია ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სენტიმენტებში რაიმე სტრუქტურული ცვლილების შესახებ საუბარი ჯერჯერობით კვლავ ძალზე ნაადრევია. 

ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება მისცა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. ცნობილია, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 102 მილიონი დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია.

მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების მიუხედავად, ლარის შედარებით ზომიერი გამყარება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რისი არგუმენტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარმოვადგინეთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ არგუმენტებს. პირველი, სებ-ისთვის რეზერვების შევსება, წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, პრიორიტეტულია. მეორე, საბაზო სცენარში ინფლაციის პროგნოზი, წლის განმავლობაში მცირედით ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვან აჩქარებას არ მოიაზრებს, ამიტომ ინფლაციის შესამცირებლად გაცვლითი კურსის გამყარების აუცილებლობა ერთი შეხედვით დღის წესრიგში არ დგას. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ, დოლართან ლარის მცირედი გამყარების ფონზე, კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან წონასწორულ შეფასებებზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

R

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020