დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალურ გზაზე მდებარე ღობეების რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი ფარგლებში, რეაბილტირდა ღობეები და ჭიშკრები, ასევე მოეწყო გარე განათების სისტემა და შიდა საუბნო გზა.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საკურორტო სოფლებში და დაბებში ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


