ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში კლიმატური პირობების გამო შეჩერებული პარკის რეაბილიტაცია განახლდა.
10 500 კვ.მ ფართობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.
წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
