ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლებში და დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრეს გამოწვევებზე , რომელიც ამ ეტაპზე სოფლებში არსებობს.



