ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართულ 756 ბენეფიციარს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 100 ლარი ჩაერიცხა.
ფულადი დახმარება მიიღეს:
მრავალშვილიანმა ოჯახებმა;
18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
მარტოხელა მშობლებმა;
დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს);
საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ ვეტერანებმა (მათ შორის დევნილები);
ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებმა;
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მატერიალური და მორალური მხარდაჭერაა.