borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია — ევროკავშირის წამყვანი წილით

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალუტო შემოდინებები დივერსიფიცირებულია — ევროკავშირის წამყვანი წილით
Share on FacebookShare on Twitter

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო შემოდინებების (საქონლის ექსპორტი, ტურიზმი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) 21.6% ევროკავშირზე მოდიოდა, როგორც მთავარ წყაროზე, ხოლო რუსეთის წილი 13.9%-ით განისაზღვრა. ევროკავშირისა (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით) და აშშ-ს წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – 50%-ზე მეტი – იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ნაკადებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ფულადი გზავნილების კუთხით აშშ-მ რუსეთის წილს გადააჭარბა, გზავნილების მთავარ წყაროს კი ევროკავშირი წარმოადგენდა, 44.3%-იანი წილით.

ევროკავშირის წილი შედარებით მოკრძალებული, დაახლოებით 13.0%, იყო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელშიც კვლავ ახლო სამეზობლოს ქვეყნები და ისრაელი დომინირებენ, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან მოყოლებული დახურული რჩება. ამასთან, ეროვნული ბანკი ტურიზმის სტატისტიკიდან გამორიცხავს იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას. მიგრაციის ეფექტი მნიშვნელოვანი რჩება სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროების, მათ შორის, განსაკუთრებით IT სექტორის შემოსავლების კუთხით, თუმცა ეფექტის შეფასებისას, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ხელთ არსებული შეფასებებით, რუსეთის ფედერაციაზე მიგრანტთა შემოსავლების მხოლოდ დაახლოებით ერთი მეოთხედი მოდის. უშუალო სამეზობლოს მიღმა აღნიშვნის ღირსია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს თითქმის 170,000 ტურისტი ეწვია, რაც მთლიანი ვიზიტების მხრივ მე-6 ყველაზე მსხვილი მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია ტურისტული ნაკადები უზბეკეთიდან და საუდის არაბეთიდან, რაც აზიური ბაზრებიდან მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს.

მოცულობით ყველაზე მსხვილი სავალუტო შემოდინების — საქონლის ექსპორტის კუთხით, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბოლო წლებში ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე საქართველოს მთლიან ექსპორტში ყაზახეთისა და ყირგიზეთის წილის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ადგილობრივ ექსპორტში კვლავ უშუალო სამეზობლო და ევროკავშირი დომინირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ფაქტორი განსაკუთრებით საექსპორტო დარგების მიერ დამატებული ღირებულების შექმნის კუთხითაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან რე-ექსპორტზე გასული ნაკადებიდან ადგილობრივ ეკონომიკაში დარჩენილი წმინდა შემოსავლები, იმპორტის კომპონენტის მაღალი წილის გამო, შედარებით დაბალია.

რა შეგვიძლია ვთქვათ უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე? საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ თებერვალში 7.7% შეადგინა, რაც ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით მაღალია. ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საბაზრო განწყობებზე დასაკვირვებლად რამდენიმე ინდიკატორს გამოვყოფთ. მათ შორისაა გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა. თებერვალში თიბისის არხებით აღნიშნულ საქონელზე გაწეული ხარჯები კვლავ შემცირდა. ამავდროულად, საქსტატის მონაცემებით, შემცირდა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის იმპორტიც, რამაც თებერვალში მთლიანი იმპორტის წლიურ კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, 28 მარტის მდგომარეობით, თიბისის არხებით მოცემულ პროდუქციაზე ხარჯები გააქტიურებულია. ზრდა შეინიშნება ხარჯების სხვა კატეგორიებშიც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მე-4 კვარტლის შემდეგ თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელებულია, მოსალოდნელია, რომ მარტში თებერვალთან შედარებით ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდება. აქტივობის მამოძრავებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რომელიც, თებერვალში გარკვეული შენელების მიუხედავად, კვლავ ძლიერია.

მთლიანი ხარჯების აჩქარების მიუხედავად, მარტში შედარებით სუსტი რჩება თიბისის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც, სეზონური შესწორების შემდეგ, ჯერ კიდევ ნოემბრის მაჩვენებელზე დაბალია. საპირისპიროდ, თიბისის ბარათებით რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების ხარჯები მარტში, ბოლო თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის მომატებული.

სავალუტო კონვერტაციების კუთხით, რაც სენტიმენტების მხრივ ასევე ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, ჩვენი შეფასებით, მარტში, თებერვლის მსგავსად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იკვეთება. როგორც ყოველთვის, გამოვყოფთ, რომ გასათვალისწინებელია გასულ პერიოდში განხორციელებული სავალუტო კონვერტაციები, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების კუთხით. აღნიშნული, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და, სენტიმენტების გაუმჯობესების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას განაპირობებს.

საერთო ჯამში, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, როგორც იკვეთება, შედარებით უფრო მაღალ ნიშნულზეა ნორმალიზებული, ვიდრე ერთი ან მეორე მიმართულებით არსებით ცვლილებას ჰქონდეს ადგილი.

ამავე დროს, თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, სადღეისოდ ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ ნიშნულთან ახლოა. ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას დიდწილად იმპორტის კლების შედეგად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ნორმალიზება უწყობს ხელს.

აგრეთვე, გამოვყოფთ თურქული ლირის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, რაც, შესაძლოა, ლარისთვის ნეგატიური ფაქტორი იყოს. გადაცემის მექანიზმის დეტალურ ანალიზს უფრო სიღრმისეული და განახლებული კვლევა სჭირდება, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლირის გაუფასურება ლარს, როგორც წესი, მაშინ გადაეცემა, როდესაც დოლართან მიმართებით რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება. ამავდროულად, სუსტი ლირა/ლარი მეტწილად ორმხრივ სავაჭრო ბალანსზე მოქმედებს, ვიდრე მთლიანზე, ანუ თურქეთიდან შედარებით იაფი იმპორტული საქონელი, უმრავლეს შემთხვევაში, კონკურენციას უფრო სხვა იმპორტულ პროდუქციას უწევს, ვიდრე — ადგილობრივად წარმოებულს.

გაეცანი პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

R

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020